Birds of Paradise

Who are you
who am I? Is it real
do we touch the sky?
Nothing's real - all disguise
said the birds of paradise.
I'm afraid
can't you see
tell me where do you carry me.
You will soon realize
said the birds of paradise.
Flying home
flying home to the land that you once have known

22.6.08

პიქტების სიმღერა (რადიარდ კიპლინგი)

სულ არ დაგიდევს შენი რომი, სად დადგას ფეხი
და მისი დიდი და მძიმე ფლოქვი ეცემა ჩვენს კუჭს, გულს და კეფას, ვითარცა მეხი,
და ვერ გრძნობს ჩვენს ხმას, ვით ბღავილს ჯოგის,
ცენტურიონი შემოგვხედავს და ღიმილს მოვგვრით, გაგვეცლება და გვიღვივდება გულში სახმილი.
და კედლის გრანიტს ვათხელებთ ლოკვით - მხოლოდ ენაა ერთადერთი ჩვენი მახვილი!

ჩვენ ცოტა დავრჩით კედელს გადაღმა, ჩვენ არც ტრფობა და არც ზიზღი ძალგვიძს,
მაგრამ ნელინელ მზად ვართ გადავღრღნათ ჩვენ იმპერიის სისხლსავსე ძარღვი.
ჩვენ ვართ მარწუხი, ჩვენ ვართ ტერმიტი, ჩვენ ვართ ეკალი ქუსლში ჩამტყდარი,
ვინც ფეხს დაგვადგამს, რომში ვერ მიდის, მინავლებული ჩვენ ვართ ღადარი.

ფითრი მოგუდავს ფესვმაგარ და ტანძლიერ მუხას, გასანთლულ ბაგირს გადაღრღნის ვირთხა -
ხედავთ, თავისი ღვიძლი საქმე მათ როგორ უყვართ, ხალიჩას ჩრჩილიც აწვალებს დიდხანს.
ჰოდა, მათსავით სული ჩვენც ხომ პატარა გვიდგას და ჩვენც მათსავით არ ვიცლით დაღლა -
ჩუმად ვასრულებთ ჩვენს ერთ საქმეს და ჩვენი სიტყვაც ისე ჩუმია, რომ საქმე გახლავთ.

სევდა შეგვიპყრობს ხოლმე ხანდახან - ამქვეყნად მართლაც რა ცოტა ძალგვიძს,
მაგრამ ნელინელ მზად ვართ გადავღრღნათ ჩვენ ტირანიის მთავარი ძარღვი.
ჩვენ ვართ მარწუხი, ჩვენ ვართ ტერმიტი, ჩვენ ვართ ეკალი ქუსლში ჩამტყდარი,
და ქვეყნის გზები რომში ვერ მიდის, აქ იხერგება ყველა მათგანი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძლიერი და მრავალი არ ვართ, ქვეყნად ბევრია ხალხი მრავალი,
მაგრამ ჩვენ ვიცით, ომში როგორ ვაჯობოთ მტარვალს, ჩვენთვის ხომ ომში ჩანს მომავალი.
სულ მონობაში კრთოდა ჩვენი სულის ჯავარი, დიახ, ჩვენ მტრებმა ბევრჯერ დაგვავსეს,
მაგრამ სირცხვილით წითლდებოდა მტერი მავანი, როცა ვცეკვავდით ჩვენ მის საფლავზე.

რა ცოტა დავრჩით კედელს გადაღმა, ხეირიანად არც ჭამა ძალგვიძს,
მაგრამ ძილშიაც მზად ვართ გადავღრღნათ ჩვენ დიქტატურის მსუქანი ძარღვი.
ჩვენ ვართ მარწუხი, ჩვენთ ვართ ტერმიტი, ჩვენ ვართ ეკალი ქუსლში ჩამტყდარი,
ვინც ფეხს დაგვადგამს, რომში ვერ მიდის, ჩვენ ვართ შიმშილი, ჩვენ ვართ ზამთარი!

No comments: