ბევრი გახსენებს, ბევრი გიხმობს, მაგრამ შენი რა ცოტას ესმის!
მე არ გახსენებ, მე კარგად გიცნობ - შენ ის შვება ხარ, მე რომ განვიცდი, მეგობარო, ყოველთვის, როცა გესალმები, როცა შენს ძმებსაც ვესალმები და იმათაც,მერე რომ მოვლენ.
მხოლოდ ჩვენ ვიღვწვით, ჩვენ გვეხება ყველა მარცხი და გამარჯვება,
ცოტანი მოვსულვართ ყველა მხრიდან, ყველა დროიდან, ტოლნი და სწორნი,
ეს ჩვენ ვამთავრებთ კონტინენტებს და ყველა კასტას,
ეს ჩვენ ვიწყებთ თეოლოგიებს, ჩვენ თანავუგრძნობთ ადამიანებს,
მხოლოდ ჩვენ ვუგებთ და ჩვენ ვარიგებთ,
ვდუმვართ ყოველი კამათის დროს, არ გამოვრიცხავთ არაფერს და არცრას ვამტკიცებთ,
ჩვენ გვლანძღავენ და გვიყვირიან, ეჭვის თვალით ჩვენ გვიყურებენ,
ერთად გვიტევენ, მოგვიქციონ ლამის შუაში, მეგობარო ჩემო,
მაინც თავს ვაღწევთ, ნებისად დავალთ აღმა-დაღმა, ჩვენი ხელი დროს რომ დავატყოთ,
რათა ყოვერლი რასის შვილი ჩვენი ძმა გახდეს და ყველა ვიყოთ შეყვარებული.

No comments:
Post a Comment